aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: შსს: პოლიცია არც ერთ სიკვდილში არაა დამნაშავე Georgian News  Georgian News 
შსს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ 26 მაისის ღამით საავადმყოფოებში ცოტა ხალხი აღმოჩნდა, და არც ერთი ადამიანის სიკვდილი პირდაპირ თუ ირიბად პოლიციის ქმედებათა შედეგი არ ყოფილა, შედეგად, აქციის დაშლის ოპერაცია სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.



ამის შესახებ უტიაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგში“ განაცდადა.
მისი თქმით, შსს კმაყოფილია ოპერაციის ხარისხითა და სამართალდამცავების პროფესიონალიზმით, თუმცა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი არ უარყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეცდომები იქნა დაშვებული.


„ჩვენ ვიდეოკადრებს ვუყურებთ და თუ შევამჩნევთ, რომ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას, მაშინ შესაბამის პროცედურებს ჩავატარებთ“, - განაცხადა მან.


რაც შეეხება ნიკა კვინტრაძეს, რომელიც აქციის დაშლიდან ორ დღეში გარდაცვლილი იპოვეს, უტიაშვილის მტკიცებით, კვინტრაძის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაყალბებას მასმედიის მხრიდან.


„ის ადამიანი, რომელიც ასფალტზე იწვა და თითქოს-და კვინტრაძეს წარმოადგენდა, სინამდვილეში არ აღმოჩნდა იგი... დაღუპული შეკრული არ უპოვიათ, ხოლო ოჯახის წევრების მიერ მორგიდან დაღუპულის წაყვანა შეკრული ხელებითა და ფეხებით წარმოებს“, - თქვა მან.


უტიაშვილი ასევე დაკარგულ ადამიანებზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ არც ერთი დაკარგულის ოჯახს შსს-ში არ მოუმართავს. მისივე თქმით, სამინისტრომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ყველა დაკავებული ადამიანია შეყვანილი.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2507.html
Posted by Drakula | 03 Jun 2011, 20:01 | News »
 

"პოლიტიკა: შსს: პოლიცია არც ერთ სიკვდილში არაა დამნაშავე" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 October 2024
  • English Georgian