გარემო: თბილისში ქალაქის დაბინძურებისთვის ფინანსური სანქციები შემოაქვთ | Georgian News | ||
თბილისის ტერიტორიაზე სისუფთავის წესების დარღვევისთვის ცალკეული ფინანსური საქნციები დაწესდება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში ცვლილებები დღეს, 3 ივნისს, პარლამენტმა დაამტკიცა. ცვლილება ითვალისწინებს მხოლოდ იმას, რომ დედაქალაქის მერიას ენიჭება უფლება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე უფლებამოსილი მოჯარიმე პირი დაადგინოს. ამ ეტაპზე დეპუტატებისთვის უცნობია, გადასცემს თუ არა მერია აღნიშნულ უფლებას რომელიმე უკვე არსებულ სამსახურს თუ ახალს შექმნის. ქვეითად მოსიარულის მიერ ქუჩის დაბინძურებისთვის, ასევე ავტომობილის სალონიდან ნაგვის გადაყრისთვის ჯარიმა 50 ლარს შეადგენს. გზების, მდინარეების, ტბების, პარკების, ბაღების, გაზონების, ეზოების, სპორტული მოედნების, ავტოსადგომებისა და ა. შ. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურება 200 ლარის, ხოლო იურიდიული პირის ან დაწესებულების შემთხვევაში - 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება. ამავე ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 500 ლარამდე, ხოლო იურიდიულისთვის - 3 000 ლარამდე იზრდება. ამასთან ერთად, იურიდიული პირის, კერძო მეწარმის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ შესაბამის საწარმოსთან ნაგვის გატანასთან დაკავშირებით ხელშეკულების არგაფორმება 500 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება. ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 5 000 ლარამდე იზრდება. თუ ავტომობილის სალონიდან ქუჩის დაბინძურების ფაქტი ვიდეოზე ან ფოტოფირზე იქნება დაფიქსირებული, ჯარიმა ავტოტრანსპორტის მფლობელს დაეკისრება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2505.html
| |||
Posted by Drakula | 03 Jun 2011, 19:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.