შოუ-ბიზნესი: ცნობილი ბრიტანელი მომღერალი მოდის დიზაინერი გახდება | World News | ||
ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი საკუთარ თავს მოდის დიზაინერის როლში გამოცდის: უახლოეს მომავალში იგი მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციას გამოუშვებს. ამის შესახებ იტყობინება ContactMusic. ონლაინ-გამოცემის მონაცემებით, ტანსაცმლის შექმნა მომღერალს მისი გარდაცვლილი ბაბუის ხსოვნამ შთააგონა. მოსალოდნელია, რომ უილიამსის მიერ შექმნილი ტანსაცმელი გაყიდვაში უახლოეს მომავალში გაჩნდება და თავიდან ბრიტანელი მაღაზიების ქსელ House of Fraser-ში გაიყიდება. მიუხედავად ამისა, ბრენდის წარმომადგენელმა დარწმუნებით თქვა, რომ მომავალში უილიამსის კოლექციის ტანსაცმლის შეძენა ევროპის სხვა მაღაზიებშიც იქნება შესაძლებელი. ტანსაცმლის ღირებულება იქნება 35-დან 350 ფუნტამდე (40-დან 400 ევრომდე). რობი უილიამსს, რომელიც ცოტახნის წინ ჯგუფ Take That-ში დაბრუნდა და თავის კოლეგებთან ერთად ტურნეში გაემგზავრა, დღემდე მოდელიერად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა, თავისი ძირითადი მუშაობის გარდა, მან საკუთარი თავის ჩვენება რამდენიმე სხვა დარგშიც მოასწრო, კერძოდ: ცოტახნის წინ იგი ფერწერით დაინტერესდა, მანამდე კი უილიამსი უცხოპლანეტური სიცოცხლის შესწავლით იყო დაკავებული. უილიამსი პირველი მუსიკოსი არაა, რომელმაც მოდით დაკავება გადაწყვიტა. ტანსაცმლის საკუთარ კოლექციებს ასევე უშვებენ ისეთი ბრიტანელი ვარსკვლავები, როგორებიცაა ვიქტორია ბექჰემი და ლიამ გალაჰერი. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2503.html
| |||
Posted by Drakula | 03 Jun 2011, 11:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.