aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: წყვილმა თავისი მომავალი ბავშვი Facebook-ზე დაარეგისტრირა World News  World News 
ამერიკელებმა ელი და მეტ გრინებმა ტეხასის შტატიდან თავიანთი დაუბადებელი ქალიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაარეგისტრირეს.



როგორც მომავალმა მშობლებმა ადგილობრივ ტელეარხ KLTV-ს მოუყვეს, მათ ბავშვისთვის ექაუნთის შექმნა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ, ამგვარად, მეგობრებსა და ნათესავებს ელის ორსულობის ამბავი გაუზიარონ, შემდეგ კი შეატყობინონ იმაზე, თუ როგორ მიდის ემბრიონის საქმეები.


ელი გრინის თქმით, მისი მომავალი ქალიშვილი მერაია (სწორედ ასე გადაწყვიტეს მშობლებმა ბავშვის დარქმევა) რეგისტრაციის მომენტიდან ერთი დღის განმავლობაში მეგობრებში დაახლოებით 100 ადამიანმა დაამატა. ამჟამად გოგონას 260-ზე მეტი მეგობარი ჰყავს. ბავშვის პროფაილში მითითებულია, რომ მისი საყვარელი სპორტის სახეობებია ფეხბურთი და ცურვა, საყვარელი მომღერალია ლედი გაგა, ხოლო ჰობი - თითის წოვა.


მერაიას სახელით ჩანაწერებს დედამისი აწარმოებს, რომელიც მუცელში მყოფი გოგონას ცხოვრების შესახებ მრავალფეროვან ისტორიებს ყვება. ძირითადად ჩანაწერები ბავშვის ქცევას ეხება (ელი ბავშვის სახელით იმაზე წერს, თუ, მაგალითად, როგორ ტრიალებს იგი მუცელში). „ძალიან საინტერესოა თვალყურის დევნება იმაზე, თუ როგორ მიმართავენ მას ადამიანები პირდაპირ“, - აღნიშნა მერაიას მომავალმა დედამ, როდესაც ბავშვის სახელით დატოვებულ ჩანაწერებზე პასუხების გაჩენაზე კომენტარს აკეთებდა.


მერაია გრინის მომავალმა მშობლებმა აღნიშნეს, რომ Facebook-ზე თავიანთი ქალიშვილის გვერდის წარმოების გაგრძელებას მისი დაბადების შემდეგაც გეგმავენ. როგორც მოსალოდნელია, მერაია თავის მეგობრებს დაბადების ისტორიას „მოუყვება“. გოგონა უახლოეს მომავალში უნდა გაჩნდეს.


სოციოლოგთა მონაცემებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით ხუთი პროცენტი სხვადასხვა სოციალურ ქსელშია დარეგისტრირებული.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2497.html
Posted by Drakula | 02 Jun 2011, 09:38 | News »
 

"ეს საინტერესოა: წყვილმა თავისი მომავალი ბავშვი Facebook-ზე დაარეგისტრირა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 29 December 2024
  • English Georgian