შოუ-ბიზნესი: თბილისში შერონ სტოუნი ჩამოდის | Georgian News | ||
5 ივნისს თბილისში წითელ ხალიჩაზე შერონ სტოუნი გაივლის. ჰოლივუდის ვარსკვლავი რენი ჰარლინის ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერას დაესწრება. ფილმი 2008 წლის აგვისტოში რუსულ-ქართული ომის შესახებ მოგვითხრობს. საქართველოში ასევე ჩამოვლენ ფილმის რეჟისორი რენი ჰარლინი და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის როლის შემსრულებელი ენდი გარსია. როგორც ცნობილი გახდა, ჰოლივუდის ყველაზე ინტელექტუალური მსახიობი თბილისში პრემიერამდე ერთი დღით ადრე ჩამოვა და სასტუმრო „რედისონში“ განთავსდება. ფილმის პრემიერაზე დასწრების გარდა, შერონ სტოუნი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო ვახშამზე, რომელიც რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2493.html
| |||
Posted by Drakula | 02 Jun 2011, 09:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.