aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: რუსების ნახევარს საქართველო არამეგობრულ და მტრულ სახელმწიფოდ მიაჩნია World News  World News 
რუსების თითქმის სამი მეოთხედი (74%) დასავლეთთან რუსეთის კავშირების გამყარებისა და გაფართოების სურვილს გამოთქვამს, მხოლოდ 18% მოუწოდებს დისტანციის დაჭერას, შეატყობინეს ოთხშაბათს „ინტერფაქსს“ „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგებმა - რუსებს შორის მაისის გამოკითხვის შედეგების მიხედვით. რუსეთის მოქალაქეები ყველაზე არამეგობრულ ქვეყნად საქართველოს მიიჩნევენ.



მათი მონაცემებით, თანამემამულეთა შორის სჭარბობს მოსაზრება მუსულმანურ სამყაროსთან რუსეთის ურთიერთობის გაფართოების აუცილებლობის შესახებ (62%), რესპონდენტთა მეოთხედი ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის (25%).


სოციოლოგთა შეკითხვაზე, რომელია რუსეთის 5 ყველაზე ახლო და მეგობრული ქვეყანა, რესპონდენტებმა მიუთითეს ბელარუსზე (35%), ყაზახეთზე (33%), უკრაინაზე (21%), გერმანიაზე (20%) და ჩინეთზე (18%).


რუსეთის ფედერაციის მიმართ არამეგობრულად და მტრულად განწყობილი ქვეყნების ხუთეულში, გამოკითხულთა პასუხების თანახმად, შევიდნენ: საქართველო (50%), ლატვია (35%), ლიტვა (34%), აშშ (33%) და ესტონეთი (30%).


გამოკითხვის მსვლელობაში, რომელიც მაისის შუა რიცხვებში რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში 1600 ადამიანის მონაწილეობით ტარდებოდა, რესპონდენტთა 75%-მა განაცხადა, რომ მთლიანობაში დადებითი დამოკიდებულება აქვთ ბელარუსის მიმართ (17% - ცუდი დამოკიდებულება), ორმა მესამედმა კი უკრაინა აღნიშნა (27% - ცუდი დამოკიდებულება).


ამასთან, რესპონდენტთა მხოლოდ 15%-მა გამოთქვა რუსეთისა და უკრაინის გაერთიანების სურვილი, უმრავლესობას (64%) მიაჩნია, რომ ისინი დამოუკიდებელი, მაგრამ მეგობრული სახელმწიფოები უნდა იყოს, ღია საზღვრებით, ვიზებისა და საბაჟოების გარეშე. 16%-ს მიაჩნია, რომ რუსეთის უკრაინასთან ურთიერთობა ისეთივე უნდა იყოს, როგორც სხვა სახელმწიფოებთან.


დასავლურ ქვეყნებს შორის, „ლევადა-ცენტრის“ გამოკვლევების თანახმად, რუსებს ყველაზე დადებითი დამოკიდებულება გერმანიის მიმართ აქვთ: რესპონდენტთა 84%-მა განაცხადა, რომ მთლიანობაში დადებითადაა განწყობილი ამ ქვეყნის მიმართ. რუსების დადებითი გამოძახილების დონე სოციოლოგებმა იაპონიისა და ისრაელის მიმართ დააფიქსირეს (70-70%).


მაისში რუსების ორმა მესამედმა (68%) განაცხადა დადებითი დამოკიდებულების შესახებ ჩინეთის მიმართ, ნახევარზე ოდნავ მეტმა - აშშ-ის (54%) და პოლონეთის (57%) მიმართ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2491.html
Posted by Drakula | 02 Jun 2011, 09:24 | News »
 

"საზოგადოება: რუსების ნახევარს საქართველო არამეგობრულ და მტრულ სახელმწიფოდ მიაჩნია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 29 December 2024
  • English Georgian