ეკონომიკა: ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ბუმი დაიწყო | Business & Economics | ||
აჭარის დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ბუმი დაიწყო. ამის შესახებ ქალაქის უძრავი ქონების სააგენტოების თანამშრომლები გამოცემა commersant.ge-ს ეუბნებიან. მათი თქმით, ბოლო წლებში ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო აქტიურობამ და აქტიურმა PR-კამპანიამ სერიოზული შედეგები გამოიღო: უძრავი ქონების ბაზარზე გარიგებები აქტივიზირდა, ხოლო ფასებმა დედაქალაქის ფასებს გადააჭარბა. უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმი რეალტორის“ ხელმძღვანელის დავით ცურკავას თქმით, ბათუმში საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა უძრავ ქონებაზე და, შესაბამისად, გასაყიდად გამოტანილი ობიექტები სწრაფად იყიდება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიურია სომეხი, აზერბაიჯენელი და ებრაელი კლიენტები. მისი თქმით, მოთხოვნამ არა მხოლოდ ახალი მშენებლობების, არამედ მეორადი ბინების ბაზრის აქტივიზაციაც მოახდინა. ამჟამად მეორად ბინებზე უპრეცედენტოდ მაღალი ფასებია და კვადრატულ მეტრზე 800-1000 დოლარს აღწევს. რაც შეეხება ახალ შენობებს, დასრულებულ სახლებში საცხოვრებლის ფასები კვადრატულ მეტრზე 1000-დან 1500 დოლარამდე მერყეობს. შედარებით დაბალი ფასებია მშენებარე კორპუსებში, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ჯერ კიდევ მშენებლობის დასრულებამდე ბინების 80% გაყიდულია. იგივეს აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტო „გეოში“. მათი თქმით, ბათუმი და მისი გარეუბანი ზონებად არის დაყოფილი და უძრავი ქონების ფასები ამ ზონების მიხედვით გადანაწილდება. სააგენტოში განმარტავენ, რომ ბათუმის მზარდმა პოპულარობამ უძრავი ქონების ბაზრის აქტივიზაცია მოახდინა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აქაურმა ფასება სხვა შეთხვევებში თბილისურ ფასებს გადააჭარბა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2490.html
| |||
Posted by Drakula | 01 Jun 2011, 14:41 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 5 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.