პოლიტიკა: საფრანგეთის საელჩო თბილისის ელიტარულ გარეუბანში გადადის | Georgian News | ||
საფრანგეთის საელჩო, რომელიც 20 წლის განმავლობაში მდებარეობდა თბილისის ცენტრში გოგებაშვილის ქუჩაზე, გადავა დედაქალაქის გარეუბანში კრწანისში. 10 ივნისიდან საელჩო ფუნქციონირებას დაიწყებს ახალ მისამართზე - კრწანისის ქუჩა, 49. საფრანეგთის ელჩის ერიკა ფურნეს ყოველთვიურ მიმართვაში ნახსენებია, რომ საელჩო უკვე ემზადება გადასასვლელად, ხოლო ვიზების გაცემის სამსახური სამუშაო საათებს შეამცირებს. საქართველოში საფრანგეთის საელჩო განლაგებული იქნება დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შენობებთან ახლოს. საფრანგეთის ელჩმა თავის მიმართვაში აგრეთვე მადლობა გადაუხადა იმ პირებს ვინც ხელი შეუწყო ამ საქმეს, რათა საელჩოს ახალი შენობა ჰქონოდა, სადაც განთავსდება საკონსულოს ყველა სამსახური. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2487.html
| |||
Posted by Legatuss | 01 Jun 2011, 14:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.