aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მედვედევსა და სააკაშვილს შეხვდება Georgian News  Georgian News 
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ამ კვირაში რომში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს დიმიტრი მედვედევსა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.



„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი რომში გაემგზავრნენ, რათა ხუთშაბათს სათავეში ჩაუდგნენ ამერიკულ დელეგაციას ერთიანი იტალიური სახელმწიფოს წარმოქმნის 150-ე იუბილეს აღნიშვნაზე“, - ნათქვამია თეთრი სახლის შეტყობინებაში.


ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი შეხვდება იტალიის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს და პრემიერს სილვიო ბერლუსკონის, რომლებთანაც ორმხრივი და მსოფლიო პრობლემების ფართო სპექტრს განიხილავს.


„ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამმხრივ სამუშაო სადილში რუსეთის პრეზიდენტთან. ამას გარდა, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება“, - ნათქვამია შეტყობინებაში.


ბოლო დღეებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი როგორც მოსკოვის, ისე თბილისის მისამართით კრიტიკული განცხადებებით გამოდიოდა. სამშაბათს ამერიკულმა საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ სამი დღის განმავლობაში მეორეჯერ აღნიშნა თავისი ეჭვები რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობის მიმართ, წინა კვირაში კი ვაშინგტონმა საქართველოსგან 26 მაისის ოპოზიციის მიტინგზე ადამიანების დაღუპვის გამოძიება მოითხოვა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2482.html
Posted by Drakula | 01 Jun 2011, 11:11 | News »
 

"პოლიტიკა: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მედვედევსა და სააკაშვილს შეხვდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 October 2024
  • English Georgian