პოლიტიკა: კურტ უოკერი: საქართველო წარმატებული, ღია ქვეყანა უნდა იყოს | Georgian News | ||
„საქართველო უნდა იყოს მდგრადი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის ქვეყანა, რაც მის წარმატებას განაპირობებს. ამ გზით ქვეყანა თავისი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრას შეძლებს“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში კურტ უოკერმა, როდესაც კომენტარს აკეთებდა ხვალ, 2 მაისს, რომში საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით. შეხვედრა იტალიის გაერთიანების 150-ე იუბილეს ფარგლებში შედგება. კურტ უოკერი მიხეილ სააკაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, საქართველო წარმატებული, ღია ქვეყანა უნდა იყოს და იგი რეგიონში ინვესტიციების დაბანდების თვალსაზრისით მიმზიდველი გახდება. „ასევე საქართველოში ჩამოვა ხალხი განათლების მისაღებად ან როგორც ტურისტები. ამ გზით საქართველი შემდგომშიც უნდა აგრძელებდეს განვითარებას, და აშშ მზადაა დაეხმაროს მას ამაში“, - განაცხადა კურტ უოკერმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2481.html
| |||
Posted by Drakula | 01 Jun 2011, 11:10 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.