ეკონომიკა: საქართველოს მოსახლეობა ბანკებში თითქმის 5 მილიარდ ლარს ინახავს | Business & Economics | ||
საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მთლიანმა აქტივებმა 2011 წლის 1 მაისისთვის 4.9 მილიარდ ლარს (1 დოლარი = 1.66 ლარი) გადააჭარბა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება, ეს 2.3%-ით, ანუ 113.2 მილიონი ლარით მეტია იმ მაჩვენებელზე, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილისთვის იყო დაფიქსირებული. 1 მაისისთვის დოლარიზაციის კოეფიციენტმა 68.0% შეადგინა, რაც 4.3%-ით ნაკლენია, ვიდრე მიმდინარე წლის 1 აპრილისთვის. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.6% შეადგინა, მათ შორის დეპოზიტებზე ეროვნულ ვალუტაში - 11.6%, ხოლო უცხოურ ვალუტაზე - 8.1%. დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში იყოფა შემდეგი პროპორციით: 72.7% დოლარებში, 19.4% ევროში. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2478.html
| |||
Posted by Drakula | 31 May 2011, 19:10 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.