aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: „ახალი მემარჯვენეები“ ოქრუაშვილის განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ Georgian News  Georgian News 
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე, რუსული ტელეარხისთვის ოქრუაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას, აღნიშნავს, რომ „თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იმდენად არის დასუსტებული შურისძიების გრძნობით, რომ თანდათანობით სამშობლოს ინტერესთა მოწინააღმდეგედ გადაიქცა“.



„ჩვენ, „ახალ მემარჯვენეებს“ მიგვაჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არა თუ უპასუხისმგებლო, არამედ დანაშაულებრივია საკუთარი ქვეყნის მიმართ და სამოქალაქო მოვალეობებისა და პოლიტიკური ქმედებების ფარგლებს სცდება. სრულიად აშკარაა, რა საფრთხეს მოიცავს ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებები და რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მათ გამო საქართველოს. როგორც ჩანს, ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ყოფილი წარმომადგენელი ისეა დაბრმავებული თავისი ყოფილი თანამოსაგრეების მიმართ შურისძიების გრძნობით, რომ საერთოდ დაკარგა პატრიოტიზმის გრძნობა და თანდათანობით სამშობლოს ინტერესთა მოწინააღმდეგედ გადაიქცა. „ახალი მემარჯვენეები“ მოვუწოდებთ ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერსა და პარტიას, რომლებიც დღეს საკუთარ თავს ხელისუფლების ოპოზიციად მიიჩნევენ, იხელმძღვანელონ საქართველოს ინტერესებით და იმოქმედონ კონსტიტუციური გზებით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდზე, და არა საკუთარ სამშობლოზე გასამარჯვებლად“, - განაცხადა გამყრელიძემ.


შეგახსენებთ, რომ ანტონ ვერნიცკის ფილმში „კავკასიური გეგმა - მეტასტაზები“, რომელიც რუსეთის პირველ არხზე იქნა ნაჩვენები, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეებთან საქართველოს ხელისუფლებების კავშირების შესახებ. კერძოდ, ოქრუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, თითქოს-და, არა ერთხელ უზრუნველყოფდა დერეფანს აჩიმეზ გოჩიაევისთვის, რომელიც მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ გოჩიაევის მონაწილეობა მხოლოდ რუსული ხელისუფლების მიერ არის დამტკიცებული, მაშინ, როცა არსებობს ვერსიები იმაზე, რომ ეს აფეთქებები თავად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებების მიერ იყო ორგანიზებული.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2476.html
Posted by Drakula | 31 May 2011, 16:20 | News »
 

"პოლიტიკა: „ახალი მემარჯვენეები“ ოქრუაშვილის განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian