ეს საინტერესოა: ბრიტანელი მძღოლი ფეხებით ტარებისთვის დააკავეს | World News | ||
ბრიტანულმა პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც მანქანას მუხლების დახმარებით ატარებდა. ტარებისას იგი ორ ტელეფონს იყენებდა - ერთით საუბრობდა, მეორეთი კი SMS-ს კრეფდა, წერს გაზეთი Daily Mail ნორფოლკის საგრაფოს პოლიციის წარმომადგენლებზე მინიშნებით. ინციდენტი ინგლისურ საგრაფოში ნორფოლკში სოფელ ბლოფილდის მახლობლად მოხდა. პოლიციელმა გააჩერა მანქანა Opel Tigra, რომელიც საათში 110 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა. თავიდან ოფიცერმა დაინახა, რომ მანქანის მძღოლი, ნორფოლკის 34 წლის მაცხოვრებელი, ტელეფონზე საუბრობდა. შემდეგ პოლიციელმა აღმოაჩინა, რომ მეორე ხელით ავტომობილისტი SMS-ს კრებდა. ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ინგლისელი მანქანას მხოლოდ ფეხების გამოყენებით მართავდა. მძღოლის საქმე სასამართლოში გადაიცა: მას შესაძლოა რამდენიმე ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმა დააკისრონ. ამასთან, როგორც BBCიტყობინება, მძღოლს ორმაგი ჯარიმის გადახდა მოუწევს, ვინაიდან იგი ერთდროულად ორ ტელეფონს იყენებდა. 2010 წელს, გამოკვლევის მსვლელობაში, ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯეიმს ვარსონმა იუტას უნივერსიტეტიდან მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანების მხოლოდ 2.5 პროცენტს შეუძლია ერთდროულად მანქანის ტარება და ტელეფონზე საუბარი საკუთარი თავისა და გარშემომყოფთათვის საფრთხის წარმოშობის გარეშე. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2475.html
| |||
Posted by Drakula | 31 May 2011, 16:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.