კულტურა: საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ძველი ქალაქი აღმოაჩინეს | Georgian News | ||
საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს რაიონში, არქეოლოგებმა VII-VIII საუკუნის ძველი დასახლება აღმოაჩინეს. დასახლება 12 ჰექტარზეა განლაგებული, იტყობინება “GHN“. ზედაპირული დათვალიერებისას გაირკვა, რომ თავის დროს ქალაქი დიდი ციხესიმაგრის გალავნით იყო გარშემორტყმული, თავად ქალაქში კი სახლებთან ერთად სამლოცველოები იყო მოწყობილი. „მდინარე იორის მარცხენა ნაპირზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს რაიონში, აღმოჩენილია დასახლება. შენარჩუნდა კოშკები, დანგრეული ეკლესია და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, კერამიკის ფრაგმენტების თანახმად, დასახლება VII-VIII საუკუნით თარიღდება. ქალაქი დაახლოებით 12 ჰექტარზეა განლაგებული და ეს ძალიან დიდი დასახლებაა. ქალაქი-ციხესიმაგრე მთაზეა განლაგებული, მთის იქით კი უკვე აზერბაიჯანია“, - თქვა არქეოლოგმა კოტე ფიცხელაურმა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად დაფინანსების არარსებობის გამო გათხრები არ წარმოებს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2473.html
| |||
Posted by Drakula | 31 May 2011, 13:12 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.