პოლიტიკა: წიკლაურმა ახსნა, რატომ არ აპატიმრებენ ბურჯანაძეს | Georgian News | ||
საქართველოს ხელისუფლები პოლიტიკური მეტოქეების სამართლებრივი გზებით მოშორებას არ აპირებენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის უფროსმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, როდესაც ხსნიდა იმ ფაქტს, რომ ბურჯანაძისა და მისი გარემოცვის მისამართით კეთდება განცხადებები, რომელთა შინაარსი სახელმწიფო ღალატის ბრალდებებს მოიცავს, თუმცა სამართლებრივი დევნა ამას არ მოჰყვება. „ვფიქრობ, ბურჯანაძის წინააღმდეგ საკმარისი მასალაა წარმოდგენილი. ის, რომ გარკვეული სცენარის მიხედვით მოვლენების განვითარების შემთხვევაში კოჯრის ბატალიონის წინააღმდეგ მთავარი სადაზვერვო სამსახურის სპეცნაზი უნდა გამოსულიყო, სავსებით განსაზღრავს ამ ადამიანების პოლიტიკურ და ადამიანობრივ არსს. რაც შეეხება სამართლებრივ დევნას, ამისთვის საჭიროა ყველა საფუძველი, რომლებსაც იურიდიული მხარე მოითხოვს. საჭიროა გაიყოს პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ამ მასალებიდან გამომდინარე ყველაფერია გასაგები, თუმცა ჩვენ არ გვსურს, ვინმემ მიიჩნიოს, რომ პოლიტიკურ პროცესებს ოპონენტთა დაპატიმრებისთვის ვიყენებთ და, ამგვარად, ოდიოზური პოლიტიკური ფიგურების იზოლაციას ვახორციელებთ“, - განაცხადა წიკლაურმა. მისივე თქმით, „გარკვეულ შემთხვევებში, სადაც სამართლებრივი დევნის მოტივაცია არსებობს, მაგალითად, გია უჩავას, ბადრი ბიწაძისა და ივა ჩიკვინაძის შემთხვევებში, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია“. ამასთან ერთად, წიკლაური არ გამორიცხავს, რომ „დაგეგმილი პროვოკაციის მასშტაბიდან გამომდინარე, დაპატიმრებების პროცესი გაგრძელდება“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2472.html
| |||
Posted by Drakula | 31 May 2011, 13:11 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.