პოლიტიკა: ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტისა და შსს-ს უფროსის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს | Georgian News | ||
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, იტყობინება “GHN“. როგორც ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი განაცხადები საქართველოს პროკურატურაში შევა. „ჩვენ სააკაშვილის, მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის მოხელეების წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებთ - რათა სამსახურებრივი დაუდევრობისა და სამშობლოს ღალატის მიხედვით საქმე იქნას აღძრული. მე ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ თუ მზადდება სახელმწიფო გადატრიალება და მოხელეები ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებენ, ეს კონსტიტუციით ისჯება“, - თქვა ბურჯანაძემ. მან გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, თუ რატომ არ აცნობეს მოხელეებმა პრეზიდენტსა და სხვებს, რომ ოთხი ათასი შეიარაღებული ადამიანი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. „მათ საფრთხის ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დააყენეს. მოვითხოვ, რომ პროკურატურამ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ აღძრას საქმე, რომლებმაც „იცოდნენ“ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და ხელი არ შეუშალეს ამას“, - თქვა ბურჯანაძემ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2470.html
| |||
Posted by Drakula | 31 May 2011, 08:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.