ეკონომიკა: ფრანგულმა ავტოკონცერნებმა გრანდიოზული ფასდაკლებების შესახებ განაცხადეს | World News | ||
საფრანგეთში ავტოკონცერნებმა, Renault-ით სათავეში, მანქანებზე რეკორდული ფასდაკლებების შესახებ განაცხადეს, ვინაიდან გაყიდვების დაცემის შენელების იმედი აქვთ. საფრანგეთის ავტოკონცერნები კვლავ ამცირებენ ფასებს. „მაგრამ ამჯერად სტრატეგია თავდაცვით ხასიათს ატარებს. ავტომანქანების მარკები მათ პროდუქციაზე მოთხოვნის დაცემის შეჩერებას ცდილობენ“, - წერს Le Figaro. ყველაზე მეტად მცირე ავტომანქანების მწარმოებლები დაზარალდნენ: აპრილში გაყიდვები 19%-ით დაეცა. Renault ფასდაკლებების თვალსაზრისით ყველა რეკორდს ხნის. მაგალითად, Clio-ს, ყველაზე პოპულარულ ავტომანქანას, 7990 ევროდ სთავაზობენ, რაც კატალოგის ფასთან შედარებით (14 100 ევრო) 43%-ით ნაკლებია. კლიმატ-კონტროლითა და მუსიკით აღჭურვილ ზოგიერთ მოდელზე ფასდაკლება 46%-ს აღწევს. Renault-ის მთავარმა კონკურენტმა - PSA Peugeot Citroën-მა ოდნავ დაბალი ფასდაკლებები დააწესა. მაგალითად, Citroën C3შემოთავაზებულია 8990 ევროდ (-32%), ხოლო C4 Picasso– 15 990-ად (-30%). თავის მხრივ, Peugeotთავის 206-ე მოდელს 8990 ევროდ ყიდის, ხოლო 207-ე - 10 390-ად, რაც 19-პროცენტიან ფასდაკლებას შეადგენს. იტალიური Fiat ასევე გუხულვია. Fiat Panda-ის ფასი 9700-დან 7000 ევრომდე შემცირდა (-28%). Punto-ს გამოცხადებული ფასი 10 000 ევროს შეადგენს (-23%). გერმანული ჯგუფი Volkswagen10 წელზე მეტი ასაკის ავტომანქანებზე 1500 ევროს ოდენობის ფასდაკლებებს სთავაზობს. იაპონური Nissan ასევე „სჩუქნის“ თავის მყიდველებს 1000 ევროს ძველ მოდელებზე გაცვლით შეძენის დროს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2468.html
| |||
Posted by Drakula | 31 May 2011, 08:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.