სპორტი: გულშემატკივრებმა „ბარსელონას“ გამარჯვება არეულობებით აღნიშნეს | ![]() | World News | |
![]() დაშავებულთა უმეტესობას დახმარება ადგილზევე გაუწიეს. Associated Press-ის ინფორმაციით, 11 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის თანამშრომელი, ჰოსპიტალიზირებული იქნა. ბარსელონაში საზეიმო სეირნობები 29 მაისის შუაღამიდან გრძელდება. ქალაქის ცენტრში - კატალონიის მოედნისა და რამბლის ქუჩის რაიონში - 50 ათასზე მეტი ადამიანია შეკრებილი. დილისკენ აგრესიულად განწყობილმა ახალგაზრდა ადამიანებმა პოლიციელებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, რითაც ძალის გამოყენების პროვოცირება მოახდინეს. პოლიციელთა ზეწოლით გულშემატკივრები მიმდებარე ქუჩებზე გაიფანტნენ და გზადაგზა დუქნებსა და ავტობუსის გაჩერებებს ლეწავდნენ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი შაბათს საღამოს, 28 მაისს შედგა. „ბარსელონამ“ მოუგო ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედს“ (3:1), რითაც მთავარი ევროპული ტურნირის მეოთხე პრიზი მოიპოვა. კატალონიელთა შემადგენლობაში თავი იჩინეს პედრო როდრიგესმა, ლიონელ მესიმ და დავიდ ვილიამ. „მანჩესტერისთვის“ ერთადერთი გოლი უეინ რუნიმ გაიტანა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2459.html
| |||
Posted by Drakula | 30 May 2011, 11:32 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.