პოლიტიკა: სააკაშვილი: საქართველოს მთავრობაში არის ხალხი, რომელიც არასდროს ყოფილა ჰიპოკრიტიკული სისტემის ნაწილი | Georgian News | ||
საქართველოს მთავრობაში არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან იმ ჰიპოკრიტიკული სისტემის წარმომადგენლები, რომელიც თავისუფლებას კლავს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ატლანტიკური ვახშმის“ დროს, იუწყება “GHN“. პრეზიდენტი ეკონომიკური ემბარგოს თემას და იმ პრობლემებს შეეხო, რომლებიც ამას მოჰყვა. „ამ დღეებში ჩვენ მნიშვნელოვან პოლიტიკოსებს ვიღებდით. დღეს საქართველოს მთავრობაში არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან იმ ჰიპოკრიტიკული სისტემის წარმომადგენლები, რომელიც თავისუფლებას კლავდა. საქართველომ მრავალი შოკი გადაიტანა და ცოტა ქვეყანა თუ გადაიტანს იმას, რაც ჩვენ გადავიტანეთ. ჩვენ ეკონომიკური ემბარგო შემოგვიღეს და ერთ კვირაში ბაზრის 60% დავკარგეთ. წლის განმავლობაში ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის 90% შეწყდა. ჩვენ მშვიდობიანი გარემო დავკარგეთ, ვინაიდან მუდმივად თავს გვესხმოდნენ და დივერსიულ ტერაქტებს გვიწყობდნენ. ახლა არ მსურს ამ ყველაფრის დეტალურად გახსენება, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ამ პრესის ქვეშ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა. სიღარიბის დონე 18-დან 15%-მდე შემცირდა. მე ძალიან ვამაყობ ამით“, - თქვა პრეზიდენტმა. „ატლანტიკური ვახშამი“ თბილისში 28 მაისს გაიმართა. ეს მეათე მსგავსი ღონისძიებაა, რომელიც საფრაგენთის ფარგლებს გარეთ ტარდება. ღონისძიებას, რომელიც საპრეზიდენტო სასახლეში მოეწყო, დიპლომატები, დასავლელი ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2457.html
| |||
Posted by Drakula | 30 May 2011, 11:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.