საზოგადოება: სერგეი ბაგაფში გარდაიცვალა | World News | ||
მოსკოვის საავადმყოფოში ოპერაციის შემდგომი გართულების შედეგად 29 მაისს სერგეი ბაგაფში გარდაიცვალა, იუწყება “GHN“. 21 მაისს, ერთ-ერთ მოსკოვურ კლინიკაში კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ, აფხაზეთის მმართველობის ლიდერს სერგეი ბაგაფშს მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციას ფრანგი ქირურგი ჟულბერ მასარი და რუსი ქირურგი ნიკოლაი ურაზოვსკი ატარებდნენ. ბაგაფში რუსეთის ფედერალური მედიკურ-ბიოლოგიური სააგენტოს მოსკოვის 83-ე კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. „21 მაისს მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია ჩატარდა, რომელმაც, ექიმთა კონსტატაციით, წარმატებით ჩაიარა. თუმცა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატთან იყო მიერთებული. 28 მაისს გართულებები სხვა ორგანოებზეც გავრცელდა. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ექიმებმა მისი კომიდან გამოყვანა ვერ შეძლეს. დღეს დილით, გონზე მოუსვლელად, ს.ვ. ბაგაფში გარდაიცვალა“, - თქვა ბაგაფშის წარმომადგენელმა ქრისტიან ბჟანიამ. 3 თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობებს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს, გადმოსცემს yuga.ru Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2455.html
| |||
Posted by Drakula | 29 May 2011, 09:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.