პოლიტიკა: ნინო სუხიშვილი: 26 მაისს ცეკვა „ხორუმის“ შესრულება ანსამბლმა პრეზიდენტის პირადი თხოვნითგადადო | Georgian News | ||
26 მაისს თავისუფლების მოედანზე ცეკვა „ხორუმის“ შესრულება ანსამბლმა პრეზიდენტის პირადი თხოვნით გადადო“, - ამის შესახებ ნინო სუხიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ნინო სუხიშვილის განმარტებით, ცეკვის გადადებას არსებული სიტუაცია მოითხოვდა. „პრეზიდენტის პირადი თხოვნით აღლუმის დღეს „ხორუმი“ არ შესრულდა. ჩვენ სახელმწიფო ანსამბლი ვართ და ყოველთვის ვიდგებით სახელმწიფოს სამსახურში“, - განაცხადა ნინო სუხიშვილმა. ანსამბლის ხელმძღვანელმა კომენტარი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსურათებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ აღლუმის დღეს სიცხისა და დაღლილონის გამო რამდენიმე მოცეკვავე ცუდად გახდა, რის შედეგადაც ტერიტორიიდან მათი გაყვანა გახდა აუცილებელი. ამას გარდა, ილიკო სუხიშვილმა „IPN“-ს განუცხადა, რომ „ხორუმი“ ჩვენი გადაწყვეტილებით არ შესრულდა“. „26 მაისის ღამით თავისუფლების მოედანზე მოხდა ტრაგედია და იქ ცეკვის შესაძლებლობა არ იყო. ეს გადაწყვეტილება, ცხადია, ჩვენ მივიღეთ. როგორ უნდა გამოვსულიყავით აღლუმზე, როდესაც მანდ ხალხი დაიღუპა?“, - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2453.html
| |||
Posted by Drakula | 29 May 2011, 09:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.