aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ქართველი დიჯეი Tinker ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს Georgian News  Georgian News 
ახალგაზრდა ქართველი დიჯეი, 20 წლის ირაკლი ჭანტურია, რომელიც Dj Tinker-ის სახელით არის ცნობილი, ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას გეგმავს, შეასრულებს რა მუსიკალურ კომპოზიციებს კავკასიის ქედის ერთ-ერთ მწვერვალზე, იტყობინება ქართული სპორტული კლუბ „რეკორდის“ ხელმძღვანელი შოთა კელდიშვილი.



„27 მაისს Dj Tinker 300 ალპინისტისაგან შემდგარი ჯგუფისა და მუსიკალურ აპარატურასთან ერთად აპირებს ავიდეს კავკასიის ქედის ერთ-ერთ მთის მწვერვალზე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 3500 მეტრია, და შეასრულოს თავისი მუსიკალური კომპოზიციები“, - თქვა კელდიშვილმა.


ცოტახნის წინ Dj Tinker-მა უკვე დაამყარა მსოფლიო რეკორდი - 48 საათის განმავლობაში იგი შეუჩერებლად უკრავდა მუსიკას თბილისის ღამის კლუბში Nightflight. აღნიშნულმა დაწესებულებამ ასევე დაამყარა თავისებური რეკორდი კავკასიის რეგიონში: პირველად ღამის კლუბი მუშაობდა 24 საათის განმავლობაში ორი დღის მანძილზე და ერთი წუთითაც არ დაკეტილა.


როგორც ქართული კლუბ „რეკორდის“ ხელმძღვანელმა შოთა კელდიშვილმა მოყვა, დიჯეის მიერ ამ რეკორდის დამყარების შესახებ მონაცემები გინესის რეკორდთა წიგნის შტაბ-ბინაშია გაგზავნილი.


იმაზე საუბრისას, თუ როგორ მიმდინარეობდა რეკორდის დამყარების პროცესი, კელდიშვილმა თქვა, რომ ერთ მომენტში დიჯეი ცუდად გახდა, ვინაიდან ძალების შენარჩუნებისთვის ზედმეტად ბევრი ენერგეტიკური სასმელი დალია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, Dj Tinker-მა არ შეწყვიტა დაკვრა და გააგრძელა მუსიკის შესრულება.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2440.html
Posted by Drakula | 27 May 2011, 10:45 | News »
 

"ეს საინტერესოა: ქართველი დიჯეი Tinker ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 October 2024
  • English Georgian