პოლიტიკა: მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ალასანიამ აქციის ორგანიზატორებს დააკისრა | Georgian News | ||
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გუშინ,ოთხშაბათს, თბილისში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს დააკისრა. "ტრაგედია, რომელიც გუშინ დატრიალდა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სინდისზეა. ჩვენ დღეს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ავღნიშნავდეთ, მაგრამ ჩვენ თითქოს ისევ იმ ადგილზე ვართ – ისევ ძალადობა, ისევ მსხვერპლი.. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადაერთი გზა სამართლიანი არჩევნებია და ამ არჩევნებში ბრძოლა ღირს, ხოლო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზნებისთვის არა" – განაცხადა ალასანიამ. ამავდროულად ალასანია განაცხადა მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებასთან გაუცხოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "ერთადერთი გზა, რომელიც მან ძალადობასთან მიმართებაში დატოვა, ეს ძალადობაა". "ახლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ დაზარალებულებზე"–აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა და დაამატა, რომ რომ "ყველა ის პირი – ორივე მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია გუშინდელ მოვლენებზე, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2439.html
| |||
Posted by consul | 26 May 2011, 20:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.