პოლიტიკა: საქართველოს შსს: თბილისში აქციის დაშლისას ორი ადამიანი დაიღუპა | Georgian News | ||
გუშინ, თბილისის ცენტრში დემონსტრანტების დაშლის დროს, ერთი პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი ყოფილი თანამშრომელი დაიღუპნენ, იტყობინება “GHN“. დაიღუპნენ პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და ყოფილი პოლიციელი ნოდარ ცხადაძე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა თქვა, სავარაუდოდ ორივე შემთხვევაში ეს ადამიანები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ნინო ბურჯანაძე თავის მეუღლესთან ბადრი ბიწაძესთან ერთად ავტომანქანების ესკორტში საპროტესტო აქციას ტოვებდა. უტიაშვილმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოებში 37 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი ქალბატონი, ჟურნალისტი და რვა პოლიციელი. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2437.html
| |||
Posted by Drakula | 26 May 2011, 09:36 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 13 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.