პოლიტიკა: თბილისის მერიამ ოპოზიციას სხვა ადგილას გადასვლა შეთავაზა | Georgian News | ||
თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ, რადიკალური ოპოზიციის ორგანიზატორებს და მომხრეების თავიანთი პროტესტის გასაგრძელებლად სხვა ადგილზე გადასვლა შეთავაზა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მერიის პრესს–სპიკერმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, 26 მაისს ცენტრში მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, რის გამოც ოპოზიციის აქციის ჩატარება შეუძლებელია. "თბილისის მერია აქციის მონაწილეებს ურჩევს აქცია ვერის, ვაკის, დედაენის პარკში ან სხვა ადგილას ჩაატარონ" - განაცხადა დოლიძემ. დედაქალაქიის მერიისგან აქციის ჩატარების ვადის გასვლის შესახებ გაფრთხილება აქციის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ამის შესახებ მიტინზე შეკრებილებს ერთერთმა ლიდერმა დიმა ჯანიანმა განუცხადა, რაზეც შეკრებილებმა ყვირილით განაცხადეს "არა". მანამდე რადიკალების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. უნდა აღნიშნოს,რომ დღეს, შუა ღამეს, აქციის ჩატარების ვადა იწურება, რომელიც ლიდერების მიერ იქნა მითითებული განცხადებაში. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2434.html
| |||
Posted by consul | 25 May 2011, 20:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.