მეცნიერება-ტექნოლოგიები: G8-ის ქვეყნები პირველად განიხილავენ ინტერნეტის პრობლემებს | World News | ||
„დიდი რვიანის“ ქვეყნები პირველად განიხილავენ ინტერნეტის პრობლემებს სამიტზე, რომელიც ფრანგულ დოვილში გაიმართება. პარიზის მიერ წამოყენებულ იდეას მხარი დაუჭირეს დიდმა ბრიტანეთმა და საერთაშორისო კლუბის სხვა მონაწილეებმა. როგორც გაზეთი China Daily წერს, ექსპერტებმა გამოთქვეს საშიშროება იმის თაობაზე, რომ განხილვა ჩინეთის გარეშე იწარმოებს. მათი აზრით, ქვეყნის მონაწილეობის გარეშე, მსოფლიო ქსელის მარეგულირებელ საერთაშორისო კოდექსში ნებისმიერი ცვლილებები „არასაკმარისი და ნაკლებად ეფექტური“ იქნება. „ეს ძალიან რთული სფეროა და არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები იმაზე, თუ რაზეა საჭირო ყურადღების კონცენტრირება... ჩვენ მინიმალურ დასკვნებამდე მისვლას მაინც შევეცდებით“, - უთხრა გაზეთს სტრატეგიული გამოკვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორმა ნიკელ ინქსტერმა, რომელიც განხილვებში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ფორუმი, რომელმაც e-G8-ის სახელი მიიღო, პარიზში თავად „რვიანის“ სამიტის ოფიციალურ დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება. G8-ის წარმომადგენლების გარდა, შეხვედრაზე დაპატიჟებულბი არიან მსოფლიო ინტერნეტ-გიგანტების, მათ შორის Google-ის, Facebook-ის, Amazon-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლები. ფორუმზე წინასწარ შეთანხმებულ გადაწყვეტილებებზე მოგვიანებით G8-ის სხდომებზე გამოაცხადებენ. „ისტორიაში პირველად, ინტერნეტ-ბაზრის კომპანიების, მკვლევარებისა და მთავარი მოთამაშეების ხმებს მსოფლიო დონის პოლიტიკოსები შეისმენენ“, - ნათქვამია მოსალოდნელი მოვლენის ანონსში, რომელიც გამოქვეყნებულია კომპანია Publicis-ის მიერ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ e-G8-ის ორგანიზაციისათვის ამოირჩია. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2432.html
| |||
Posted by Drakula | 25 May 2011, 16:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.