პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძე: „Bella ciao“ არა დამშვიდობება, არამედ გადამწყვეტი ბრძოლაა | Georgian News | ||
სიმღერა „Bella ciao“-ს, რომელიც ოპოზიციის მიტინგზე ისმის, ზოგიერთი არასწორად თარგმნის, მათ შორის პარლამენტარები და ზოგიერთი არაკეთილმოსურნე, განაცხადა „სახალხო კრების“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, იტყობინება “GHN“. „Bella ciao ნიშნავს არა დამშვიდობებას, არამედ ბრძოლას გადამწყვეტ გამარჯვებამდე. დამშვიდობების გარდა Ciao იტალიურიდან ითარგმნება როგორც გამარჯვება, ხოლო Bella იტალიურად გამარჯვებას ნიშნავს. ამას გარდა, გუშინ, დამშვიდობებისას, დავით პაიჭაძემ მითხრა Ciao ნინო, და მე მინდა მას და მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ თუ ჩვენ გამარჯვებას „Ciao“-ს ვეტყვით და ამ გამარჯვებას დავემშვიდობებით, მაშინ ჩვენი ქვეყანა სიბნელეში დარჩება“, - თქვა ბურჯანაძემ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2431.html
| |||
Posted by Drakula | 25 May 2011, 16:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.