ეკონომიკა: საქართველოში საინვესტიციო ვიზიტები საპროტესტო აქციების გამო ჩაშლის საფრთხის ქვეშაღმოჩნდა | Business & Economics | ||
საქართველოში დაწყებულ საპროტესტო აქციებს სამთავრობო და საქმიანი წრეები აფასებენ. საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ თუ აქციები გრძელვადიანი აღმოჩნდება, მაშინ შესაძლოა საქართველოში რამდენიმე საინვესტიციო ვიზიტი ჩაიშალოს. როგორც ბოჭორიშვილმა რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, არასტაბილური სიტუაცია ნეგატიურად მოქმედებს საინვესტიციო და ტურისტულ გარემოზე. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ხანგრძლივი აქციები მიმდინარეობს, ინვესტორები და ტურისტები ქვეყანაში ჩასვლას თავს არიდებენ. ამასთან ერთად, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ინვესტორთა მხრიდან საქართველოში არსებულ სიტუაციაზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა, მაგრამ მაისის ბოლოსთვის რამდენიმე საინვესტიციო ვიზიტია დაგეგმილი, რომლებიც შეიძლება ჩაიშალოს, თუ აქციები იმ დროისთვის არ დასრულდება. ექსპერტთა ნაწილი მოკლევადიან ვიზიტებში ეკონომიკისთვის არანაირ პრობლემას ვერ ხედავს. თუმცა, ექსპერტის ლევან კალანდაძის თქმით, თუ აქციები დიდხანს გაგრძელდება, იქნება პიკეტები და სხვა მოქმედებები, ყველაფერი ეს ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. „ამ დროს განსაკუთრებით მგრძნობიარეა პირველი საჭიროების საგნები“, - თქვა ექსპერტმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2424.html
| |||
Posted by Drakula | 25 May 2011, 07:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.