პოლიტიკა: ნუგზარ წიკლაური: საქართველოში საპროტესტო აქციები პრორუსული სექტორის სრული ფიასკოა | Georgian News | ||
ყველაზე მეტად რადიკალიზმის მაშინ უნდა გვეშინოდეს, როდესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიან აქციებს შედეგი არ მოაქვს, თქვა „GHN“-თან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა, როდესაც „სახალხო კრების“ აქციებზე კომენტარს აკეთებდა. „ჯერ აქციები „ქართულ პარტიას“ არ გამოუვიდა, შემდეგ „სახალხო კრებას“ და ის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში მოხდა, საქართველოში პრორუსული სექტორის ნამდვილი ფიასკოა. ყველასთვის აშკარა გახდა, რომ ამან ქართული ხალხის მხარდაჭერა არ მოიპოვა. ამჟამად ეს ორი ძალა, რომლებმაც სხვადასხვა დროს მარცხი განიცადა, რამენაირად შემდეგი აქციებისთვის საკუთარი ძალების შეგროვებას ცდილობს“, - თქვა წიკლაურმა. მისი თქმით, ქართული ხალხი ხელისუფლებისათვის ცივილიზებულ ალტერნატივას ეძებს, და არა ბურჯანაძის, „ქართული პარტიისა“ და კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსების მიერ წარმოდგენილ ძალებს. „ერთი მხრივ, ეს მცირერიცხოვნობა კარგია, მაგრამ მეორე მხრივ - საფრთხე იმალება. რადიკალიზმი ყველაზე მეტად ამ დროს ფეთქდება, როდესაც ისინი ხალხს მშვიდობიანი გზით ვერ არწმუნებენ და რჩება ერთადერთი გზა - აგრესიული ქმედებები და სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობა იმისთვის, რომ პროტესტის გრძნობა გაიზარდოს“, - თქვა წიკლაურმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2422.html
| |||
Posted by Drakula | 23 May 2011, 16:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.