პოლიტიკა: შევარდნაძე საქართველოში რევოლუციის ალბათობის შესახებ | Georgian News | ||
ქართულმა ოპოზიციამ ვერ შეძლო ხალხის იმ რაოდენობის შეგროვება, რომელიც საკმარისი იქნებოდა თანამდებობიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადასაყენებლად. ამის შესახებ 23 მაისს გამოცემა „ასავალ-დასავლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა. „შარშან 26 მაისს ოპოზიციამ დაახლოებით 60 ათასი ადამიანის შეგროვება მოახერხა, მაგრამ ამის შემდეგ ხელისუფლებამ შეძლო საზოგადოების შეშინება, და დღეს ის აქტიურობა აღარაა. ჯერჯერობით ხელისუფლებისადმი შიში რევოლუციურ მუხტზე უფრო ძლიერია“, - მიაჩნია მას. რევოლუციურ განწყობას არც ოპოზიციურ ბანაკში ერთიანობის არარსებობა უწყობს ხელს, თქვა ასევე შევარდნაძემ. „ბურჯანაძისა და ლევან გაჩეჩილაძის გაერთიანება ოპოზიციის გაერთიანების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - თქვა მან. ექს-პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობასთან კვირის ინციდენტი დაგმო, როდესაც პოლიციის ავტომანქანზე მომიტინტეთა თავდასხმის შემდეგ პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადები გაზი გამოიყენა. „ეს დაუშვებელია, ვინაიდან არანაირი ხელისუფლება არ ღირს სისხლისღვრად“, - თქვა მან. შევარდნაძის თქმით, ასეთ სიტუაციაში იგი გადადგებოდა, მაგრამ სააკაშვილი „ბოლომდე წავა და თავის თანამდებობას არ დათმობს“. ქართული რადიკალური ოპოზიცია უკვე მესამე დღეა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მიტინგებს ატარებს. ოპოზიციის დასახმარებლად თბილისში სააკაშვილის ყოფილი თანამოსანგრე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა ჩამოვიდეს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ქართული მართლმსაჯულებისაგან საზღვარგარეთ იმალება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2421.html
| |||
Posted by Drakula | 23 May 2011, 16:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.