პოლიტიკა: ბურჯანაძე: ჩვენ კონკრეტულ მოქმედებებს მაშინ დავიწყებთ, როდესაც ხალხი იქნება მზად | Georgian News | ||
„სახალხო კრება“ კონკრეტული მოქმედებებისთვის მაშინ იქნება მზად, როდესაც ხალხი იქნება მზად, განუცხადა ჟურნალისტებს „კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, იუწყება “GHN“. მან აღნიშნა, რომ „კრება“ არ აპირებს 25 მაისის ლოდინს და თუ მანამდე ხალხი კონკრეტული მოქმედებებისთვის მზად იქნება, ისინი განხორციელდება. „ჩვენ კონკრეტული მოქმედებებისთვის დღესაც ვიყავით მზად და 23-შიც და 24-შიც ვიქნებით მზად. მთავარია, რომ ამისთვის ხალხი იყოს მზად და მიაღწიოს იმ კრიტიკულ რიცხვს, რომ ამ კონკრეტული მოქმედებების განხორციელება შეიძლებოდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ. მისი თქმით, „სახალხო კრებამ“ უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებებს იმ თვალსაზრისით, რომ ბათუმსა და თბილისში აქციების დარბევის მიუხედავად, ხალხი მაინც დგას ქუჩებში და დაშლას არ აპირებს. ამასთან ერთად, ბურჯანაძის თქმით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციები გაგრძელდება, ხოლო ტვ „მაესტრო“ პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს იმისთვის, რომ აქციის დარბევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. „პირდაპირ ეთერში აქციის დარბევა მეტისმეტია“, - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრება“ უკვე ორი დღეა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას ატარებს. გუშინ აქციას „ქართული პარტიის“ ლიდერები შემოუერთდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ თავიანთ საპროტესტო აქციას 25 მაისს გეგმავენ, რომელმაც „სააკაშვილის რეჟიმი“ უნდა დაასრულოს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2418.html
| |||
Posted by Drakula | 23 May 2011, 09:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.