პოლიტიკა: გაჩეჩილაძეს აქციებზე ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შემოღება სურს | Georgian News | ||
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციას, სავარაუდოდ, მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები გააშუქებენ. ამასთან, საქართველოში ჟურნალისტების, როგორც ინსტიტუტის, აკრედიტაცია არ არსებობს. აქციაზე „ქართული პარტიის“ ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორების წინაშე სპეციალური აკრედიტაციების შემოღების შესახებ საკითხს დააყენებს, რომლებიც „მხოლოდ ობიექტურ მედია საშუალებებს“ გადაეცემა. გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“, „რეალტვ“-ისა და ITV-ის ჟურნალისტებს მერაბიშვილის შპიონები და „ბოროტების მსახურები“ უწოდა და შეკრებილებს აქციის ჩატარების ტერიტორიიდან მათი გაძევებისაკენ მოუწოდა. გაჩეჩილაძის განცხადებას ოპოზიციის მომხრეთა მხრიდან რეაქცია მოჰყვა, რაც რამდენიმე ინციდენტის წარმოშობის მიზეზი გახდა. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის დროს ITV-ის ოპერატორის ირაკლი ხიზანიშვილის კამერა დაზიანდა. გაჩეჩილაძე ჟურნალისტებზე მისთვის დასმული კითხვებისა და სამუშაო პროცესის გამოა ნაწყენი. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რატომ ტარდება აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, თუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა „სახალხო კრების“ მოთხოვნა პირდაპირ ეთერში აქციის გაშუქების თაობაზე. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2417.html
| |||
Posted by Drakula | 23 May 2011, 09:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.