მეცნიერება-ტექნოლოგიები: ბრიტანელებმა ტელეფონის საშუალებით საყიდლების განხორციელების შესაძლებლობა მიიღეს | World News | ||
მობილური კავშირის ოპერატორმა Orange-მა და ბანკ Barclays-ის ქვედანაყოფმა Barclaycard-მა დიდ ბრიტანეთში პირველი სერვისი აამოქმედეს, რომლის საშუალებითაც მობილური ტელეფონების მფლობელები სავაჭრო ქსელებში საყიდლების განხორციელებას შეძლებენ. ამის შესახებ იტყობინება BBC News. უკონტაქტო საგახადო მობილური სისტემა სახელწოდებით Quick Tap ამ ეტაპზე 15 ფუნტ სტერლინგამდე ოდენობის თანხის საქონლის შეძენის საშუალებას იძლევა. ამას გარდა, სისტემას ჯერ რამდენიმე რიტეილერი შემოუერთდა: მათ შორისაა კაფეების - McDonald's-ის, EAT-ის, Pret-a-Manger-ის ქსელები, ასევე Boots-ის ქსელის ზოგიერთი მაღაზია. ამა თუ იმ საქონლის შესაძენად საკმარისია მობილური ტელეფონის სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე განთავსებულ ახლო რადიოკავშირის მოდულთან მიტანა, რომელიც ტექნოლოგია Near Field Communication (NFC)-ზე მუშაობს. როგორც Marketing Weekწერს, სისტემა Quick Tapგადასახდელ თანხას ჩამოწერს ტელეფონის SIM-ბარათში არსებული ჩიპის საშუალებით. SIM-ბარათი უკავშირდება მომხმარებლის ექაუნთს Barclaycard-ში, Barclays-ში ანOrange-ში. შემდგომი საყიდლებისთვის სისტემის აქტივირება მომხმარებელს შეუძლია თავის ტელეფონზე სპეციალური დამატების გაშვებითა და დაცული PIN-კოდის შეყვანით გადახდის დადასტურებით. ტელეფონი ასევე NFC-ის ჩიპით უნდა იყოს აღჭურვილი. მიმდინარე წლის იანვარში იტყობინებოდნენ, რომ NFC-ის მოდული სმარტფონ iPhone-ისა და iPad-ის ახალ ვერსიებში დაყენდებოდა. 2008 წლიდან Nokia უშვებს ტელეფონებს მსგავსი ჩიპით. ამ ტექნიკის მხარდაჭერა სმარტფონ Google Nexus S-საც აქვს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2414.html
| |||
Posted by Drakula | 21 May 2011, 13:23 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.