aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 სპორტი: 34 წლის ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ნაკრებში დაბრუნდება World News  World News 
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი რონალდო ქვეყნის ნაკრებში ერთი მატჩისთვის დაბრუნდება.



რონალდო ეროვნული გუნდისთვის დასამშვიდობელ თამაშს 2011 წლის 7 ივნისს ჩაატარებს. 34 წლის ფორვარდი მოედანზე რუმინეთთან მეგობრულ მატჩში გამოვა. ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელის მანო მენეზესის თქმით, რონალდო პირველ ტაიმში რამდენიმე წუთს ითამაშებს. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Supersport.com.


სულ მენეზესმა ნაკრებში 28 ფეხბურთელი მოიწვია. ისინი რუმინეთთან თამაშისთვის, ასევე ჰოლანდიასთან მატჩისთვის მოემზადებიან, რომელიც 4 ივნისს შედგება. შემადგენლობაში შესულია სამი ახალბედა: „ფლუმინენსეს“ ფორვარდი ფრედი, „კრუზეიროს“ მეკარე ფაბიო და „ფლამენგოს“ ნახევარმცველი ტიაგო ნევესი.


რონალდომ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატში 1994 და 2002 წლებში გაიმარჯვა, ამასთან 2002 წლის ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1996, 1997 და 2002 წლებში ფიფამ ბრაზილიელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ამოირჩია, 1997 და 2002 წლები იგი „ოქროს ბურთით“ დააჯილდოვეს, იმავე 1997 წელს კი - „ოქროს ბუცით“.


თავისი კარიერის მანძილზე ფორვარდი თამაშობდა „ბარსელონაში“, მილანის „ინტერში“ და მადრიდის „რეალში“. 2008 წელს რონალდო ბრაზილიური „კორინტიანსისთვის“ გამოდიოდა და ამ კლუბისთვის თამაშს 2011 წლის ბოლომდე გეგმავდა, თუმცა თებერვალში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. რონალდომ თქვა, რომ „მეტი თამაში აღარ შეუძლია“.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2411.html
Posted by Drakula | 21 May 2011, 13:19 | News »
 

"სპორტი: 34 წლის ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ნაკრებში დაბრუნდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 October 2024
  • English Georgian