ეკონომიკა: ბიზნესომბუდსმენი: დღგ-ის დაბრუნება კვლავ პრობლემად რჩება | ![]() | Business & Economics | |
![]() გიორგი პერტაიას თქმით, პრობლემა ისეთი მასშტაბების აღარაა, როგორც 3-4 წლის წინ. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში 2 კომპანიის საკითხი განიხილეს: აღმოჩნდა, რომ პრობლემები დოკუმენტაციაში იყო. ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, დღგ-ის დაბრუნებისთვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება და არის შემთხვევები, როდესაც პრობლემები თავად ბიზნესს წარმოეშობა, მაგრამ არსებობს შეფერხებები შემოსავლების სამსახურის მხრიდანაც. ბიზნეს-ასოციაციაში დღგ-ის დაბრუნებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინფორმაციას არ ფლობენ. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ კონკრეტული მაგალითის გარეშე პრობლემის არსებობაზე საუბარი შეუძლებელია. როგორც გიორგი ისაკაძემ აღნიშნა, უფრო დეტალური განმარტებისთვის აუცილებელია იმ კომპანიების საქმეებთან გაცნობა, რომლებიც აღნიშნული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2410.html
| |||
Posted by Drakula | 21 May 2011, 13:18 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.