სპორტი: ქართველი ძიუდოისტები მობილური ტელეფონის ქურდობისა და ჩხუბისთვის დისკვალიფიცირებულები არიან | Georgian News | ||
ოთხი ქართველი ძიუდოისტის წინააღმდეგ, ქურდობისა და შეუსაბამო ქცევისთვის, მკაცრი სანქციები იქნება შემოღებული, სამუდამო დისკვალიფიკაციის ჩათვლით, იუწყება „GHN“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრანპრის ფარგლებში, რომელიც ბაქოში გაიმართა, ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს მობილური ტელეფონი მოპარა. კერძოდ, ქურდობაში ბრალს დებენ სპორტსმენს ნოდარ მეტრეველს. მოსამართლის ცემისთვის იოსებ წულაურია დაკავებული. დისციპლინის დარღვევისთვის ასევე დასჯილები არიან ვანო დავითაშვილი და აჩიკო შინჯიკაშვილი. საქართველოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გამოტანილი ვერდიქტი საკმაოდ მკაცრია: ნოდარ მეტრეველმა და იოსებ წულაურმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღეს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2405.html
| |||
Posted by Drakula | 20 May 2011, 18:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.