aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 შოუ-ბიზნესი: Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პიროვნება დაასახელა World News  World News 
ჟურნალ Forbes-მა ყველაზე გავლენიანი ცნობილი პიროვნებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. ტოპ-100-ში მუსიკის, კინოს, ტელევიზიის, მოდისა და სპორტის ვარსკვლავები შევიდნენ. წლის შედეგებით რეიტინგში პირველი ადგილი 25 წლის პოპ-მომღერალმა ლედი გაგამ დაიკავა, რომელმაც Forbes-ის სიის პირველ სტრიქონს კარიერაში პირველად მიაღწია. 2010 წელს ლედი გაგა მეოთხე ადგილს იკავებდა.



როგორც ჟურნალი აღნიშნავს, ექსპერტებმა ტოპ-სიის პირველი ადგილი შემსრულებელს არა მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მან 90 მილიონი დოლარის მიღება შეძლო (სხვა ყველაფრის გარდა, გავლენიანობის კრიტერიუმი ცნობილი პიროვნების შემოსავლის დონეც გახლავთ), არამედ იმიტომაც, რომ იგი სოციალური ქსელების „დედოფალი“ გახდა - ლედი გაგას Twitter-ს 10 მილიონი ადამიანი კითხულობს, ხოლო Facebook-ზე მის გვერდზე 32 მილიონი თაყვანისმცემელია ხელმოწერილი.


Forbes-ის რეიტინგის მეორე ადგილზეა ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, რომელიც 2010 წელს პირველ ადგილზე იმყოფებოდა. მესამე სტრიქონზე აღმოჩნდა ახალგაზრდა კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი. მანამდე 17 წლის მომღერალი არც ერთხელ არ ყოფილა შესული Forbes-ის ტოპში, თუმცა წარმატებულობისა და პოპულარობის წყალობით მან ესოდენ მაღალ პოზიციაზე დებიუტირება შეძლო.


ბიბერის შეიდეგ სიაშია U2; მეხუთეა ბრიტანელი მომღერალი სერ ელტონ ჯონი, ხოლო მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა გოლფისტი ტაიგერ ვუდსი. ჟურნალი იმ ფაქტს აქცევს ყურადღებას, რომ ვუდსმა გავლენიანი პიროვნებების პირველ ათეულში დარჩენა პირად ცხოვრებაში წარუმატებლობებისა და სხვადასხვა ტურნირებში არც ისე წარმატებული გამოსვლების მიუხედავად შეძლო.


პირველ ათეულში ასევე შესულები არიან: მომღერალი ტეილორ სვიფტი (მეშვიდე ადგილი), Bon Jovi (7), ბრიტანელი ტელეწამყვანი საიმონ კოუელი (9) და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (10).


Forbesრეიტინგს 1999 წლიდან ყოველწლიურად ადგენს.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2401.html
Posted by Drakula | 20 May 2011, 09:17 | News »
 

"შოუ-ბიზნესი: Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პიროვნება დაასახელა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 October 2024
  • English Georgian