პოლიტიკა: სააკაშვილი: „საქართველოს სურს, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“ | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპულ ოჯახში საქართველოს მისწრაფებას და აცხადებს, რომ „ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის არჩევანია“. ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მან ბუზეკს „საქართველოს დიდი მეგობარი, დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ლიდერობის პერიოდში ევროპარლამენტმა განსაკუთრებული როლი და ფუნქცია შეიძინა. „თქვენ ასევე ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობას. ჩვენ გვსურს, ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ და ამ საკითხში თქვენი დიდი იმედი გვაქვს“, - მიმართა სააკაშვილმა სტუმარს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2400.html
| |||
Posted by Drakula | 20 May 2011, 09:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.