შოუ-ბიზნესი: დანიელი რეჟისორი კანის კინოფესტივალზე პერსონა ნონ გრატა გახდა | World News | ||
ხუთშაბათს, 19 მაისს, კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ იუწყება Associated Press. ორგანიზატორთა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რეჟისორის რეპლიკა იმაზე, რომ იგი ნაცისტია. აღნიშნულმა რეპლიკამ ოთხშაბათს, 18 მაისს, ფესტივალის ფარგლებში ფონ ტრიერის ახალი ლენტის - „მელანქოლიის“ ჩვენების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაიჟღერა. რეჟისორმა განაცხადა, რომ ებრაელთა წინააღმდეგ არაფერი აქვს, მაგრამ, ამავე დროს, „ოდნავ სიმპათიას განიცდის“ ჰიტლერის მიმართ. მოგვიანებით მან ეს რეპლიკა ხუმრობად დაასახელა და ბოდიში მოიხადა. კანის კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ გამოშვებულ განაცხადებაში დაზუსტებული არაა, დარჩება თუ არა ფილმი „მელანქოლია“ საკონკურსო პროგრამაში. ამავდროულად, Agence France-Presse-ის ცნობებით, ღონისძიებების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ფილმის მიმართ რაიმე სანქციები არ გამოიყენონ. თეორიულად კინოსურათი „ოქროს პალმის რტოს“ მიღებასაც კი შეძლებს. თუმცა ფონ ტრიერი ჯილდოს პირადად ვერ მიიღებს. მანამდე ფონ ტრიერის ფილმები არა ერთხელ იყო ნომინირებული „ოქროს პალმის რტოზე“. 2000 წელს რეჟისორმა ეს ჯილდო ლენტასთვის „სიბნელეში მოცეკვავე“ მიიღო. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2399.html
| |||
Posted by Drakula | 20 May 2011, 09:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.