ეს საინტერესოა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნიანგებმა არჩევნების ჩატარებას შეუშალეს ხელი | World News | ||
საამომრჩევლო კომისიის წარმომადგენლებმა ნიანგების გამო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ დაშორებულ რაიონში განლაგებულ საამომრჩევლო უბანში დროულად მისვლა ვერ შეძლეს. ამის შესახებ იტყობინება სამხრეთ აფრიკული პორტალი News24. ინციდენტს მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც საამომრჩევლო კომისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ლიმპოპოს პროვინციის ერთ-ერთი საამომრჩევლო უბნისკენ მიემართებოდნენ, მდინარე მპუმალანგას ფორსირება დასჭირდათ. მდინარეში ნიანგების დიდი რაოდენობის გამო მისი გადაკვეთა ჩვეულებრივი ჯიპით უსაფრთხო არ არის. საამომრჩევლო კომიტეტის წარმომადგენლებს მოუწიათ, დახმარება ეთხოვათ სამხედროებისაგან, რომლებმაც მათ სპეციალური დაცული სატრანსპორტო საშუალება შეთავაზეს. სამხედრო მანქანით მოხელეებმა შეძლეს მდინარის გადაკვეთა და არჩევნების ადგილას მისვლა. ნიანგების მიერ გამოწვეული დაყოვნების გამო, საამომრჩევლო უბანი, სადაც კომისიის წევრები მიდიოდნენ, მხოლოდ დილის 9 საათზე გაიხსნა - არჩევნების ოფიციალური დაწყების შემდეგ ორი საათის დაგვიანებით. საამომრჩევლო კომისიის წარმომადგენელთა თქმით, ყველა დარეგისტრირებული ამომრჩეველი საამომრჩევლო უბნის მუშაობის ვადების შეცვლის შესახებ გააფრთხილეს. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები სამხრეთ აფრიკული რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე 18 მაისს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, მმართველი აფრიკული ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებმა ხმათა 60 პროცენტი დააგროვეს. ძირითად ოპოზიციურ პარტიას - დემოკრატიულ ალიანსს - ამომრჩეველთა 26 პროცენტმა დაუჭირა მხარი. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2398.html
| |||
Posted by Drakula | 20 May 2011, 09:14 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.