ეკონომიკა: Nokia-ს მდგომარეობა მობილური ტელეფონების გაყიდვების ბაზარზე ძლიერ შეირყა | World News | ||
2011 წლის პირველ კვარტალში Nokia-ს წილმა მობილური ტელეფონების ბაზარზე 25 პროცენტი შეადგინა. წლის განმავლობაში იგი 5.5 საპროცენტო პუნქტით, ანუ 18 პროცენტით შემცირდა, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Gartner-ის ანგარიშში. პოპულარული მწარმოებლების სიაში მეორე და მესამე ადგილები სამხრეთკორეულ Samsung-სა და LG-ის უკავიათ, რომელთა წილი 2 საპროცენტო პუნქტით შემცირდა. ახლა Samsung ბაზრის 16.1, ხოლო LG – 5.6 პროცენტს იკავებს. სულ იანვარ-მარტში მთელ მსოფლიოში 427.8 მილიონი ახალი მობილური ტელეფონი გაიყიდა. შედარებისათვის, ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 359.6 მილიონს შეადგენდა. ამგვარად, წლის განმავლობაში ბაზრის მოცულობა 19 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ათი უმსხვილესი მწარმოებლიდან ოთხმა წარმომადგენელმა (Nokia, LG, Motorola დაSony Ericsson) 2011 წლის პირველ კვარტალში იმაზე ნაკლები მობილური ტელეფონი გაყიდა, ვიდრე ერთი წლის წინ. თავის მხრივ, უდიდესი ზრდა Apple-მა აჩვენა, რომელმაც სმარტფონების - iPhone-ბის გაყიდვების ორჯერადი ზრდის მიღწევა შეძლო: 8.3-დან 16.9 მილიონ ცალამდე. მობილურების მწარმოებელთა შორის Apple მეოთხე ადგილზეა 3.9 პროცენტიანი წილით, უსწრებს რა HTC-ს, Motorola-სადაSony Ericsson-ს. არსებითი ზრდა ასევე ტაივანურმა HTC-მ აჩვენა: ამ კომპანიაში მობილური ტელეფონების გაყიდვების მოცულობა 2.8-ჯერ გაიზარდა: 3.4-დან 9.3 მილიონ ცალამდე. მობილური ტელეფონების გაყიდვების გარდა, Gartner-მა სმარტფონების ბაზრის გამოკვლევაც ჩაატარა. ასე, ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ იანვარ-მარტში 100 მილიონზე მეტი სმარტფონი გაიყიდა, ხოლო წინა წელთან შედარებით ზრდამ 85 პროცენტი შეადგინა. ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმები გახდა Android(36 პროცენტი), Symbian(27.4 პროცენტი), iOS (16.8 პროცენტი) და BlackBerry(12.9 პროცენტი). ოთხი პლატფორმის ჯამობრივი წილი 93 პროცენტს შეადგენს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2397.html
| |||
Posted by Drakula | 20 May 2011, 09:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.