პოლიტიკა: მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის პარლამენტის სპიკერს შეხვდა | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის პარალმენტის სპიკერს ლასლო კოვერომს და უნგრეთის პარლამენტარებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფრომაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყენებს შორის ორმხირივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ლასლო კოვერი, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით და ქვეყანაში გატარებული რეფორმებით დაინტერესდა. საუბრის ერთერთი ძირითადი თემა რეფორმები იყო, რომლებიც საქართველოში ოკუპაციის გადალახვის მიზნით იქნა გატარებული. უნგრელმა სპიკერმა განსაკუთრებული ყურადღება განათლებისა და სამართალდამცავ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა. ლასლო კოვერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, და ქვეყნის სახელით განაცხადა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს აქტიურად უჭერს მხარს. უნგრეთის საპარალემნტო დელაგაცია სპიკერის ხელძღვანელობით საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება და საპარლამენტო ფორუმში "დემოკრატიის თანამეგობრობაში" ღებულობს მონაწილეობას. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2395.html
| |||
Posted by consul | 19 May 2011, 20:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.