მეცნიერება-ტექნოლოგიები: ბილ გეითსმა Skype-ის შეძენის შესახებ მოყვა | World News | ||
კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა BBС-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც მოყვა იმაზე, რომ პირადად ურჩია კომპანიას საკომუნიკაციო ინტერნეტ-სერვის Skype-ის შეძენა და „ამ იდეას ავითარებდა“ კომპანიის ხელმძღვანელებს შორის. წინა კვირაში Microsoft-ის დირექტორთა საბჭომ კომპანიის ისტორიაში უმსხვილესი შერწყმა მოიწონა: IP-ტელეფონიის სერვისი Skype 8.5 მლრდ დოლარად Microsoft-თან გადავიდა. „ამ გარიგების თავგამოდებული მომხრე ვიყავი“, - აღიარა გეითსმა. Skype ნიკოლას ცენსტრემმა და იანუს ფრიისმა შექმნეს. სერვისი, რომელიც ვიდეოჩათის ან ხმოვანი ზარების რეჟიმში უფასოდ ურთიერთობის საშუალებას იძლევა, 2003 წლიდან მუშაობს. Skype-თან გარიგება Microsoft-ს ინტერნეტ-სერვისის 600 მილიონიან აუდიტორიასთან წვდომას უზრუნველყოფს, რომლის მონეტიზაციასთან ჯერჯერობით პრობლემები წარმოიშობა. „მიმაჩნია, რომ ეს გარიგება შესანიშნავია. შესანიშნავია Skype-სთვის. შესანიშნავია Microsoft-სთვის“, - თქვა გეითსმა. „ძალიან მაინტერესებს შევხედო იმას, თუ როგორ დაიწყებენ Microsoft-ის შემმუშავებლები Skype-ის შემმუშავებლებთან ერთობლივ მუშაობას და რა გამოვა ამისაგან“, - დაამატა ბიზნესმენმა. ერთი კვირით ადრე, სანამ Skype-ისა და Microsoft-ის გარიგების შესახებ გახდებოდა ცნობილი, დასავლური მასმედია იტყობინებოდა, რომ ინტერნეტ-ტელეფონიის შეძენა Google-სა და Facebook-ს სურდათ. არაოფიციალური მონაცემებით, კომპანიები Skype-სთვის 3-დან 4 მლრდ-მდე დოლარს სთავაზობდნენ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2388.html
| |||
Posted by Drakula | 19 May 2011, 16:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.