პოლიტიკა: თარგამაძე: რევოლუციას და, მითუმეტეს, ორ რევოლუციას საქართველოს დაღუპვა შეუძლია | Georgian News | ||
რევოლუციას საქართველოს დაღუპვა შეუძლია, მიაჩნია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს გიორგი თარგამაძემ, იუწყება “GHN“. მისი თქმით, საქართველოში ორი რევოლუციური ძალა ერთბაშად გეგმავს რევოლუციებს, რაც ქვეყანას ცუდ შედეგებს მოუტანს. „საზოგადოება ორ რევოლუციას ელოდება, რასაც შეგვიძლია ნიჰილიზმი ვუწოდოთ. 26 მაისს მთავრობა მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობის გამოყენებით აღლუმის ჩატარებას აპირებს. იმედი მაქვს, რომ აქციები, რომლებსაც ეს ძალები გეგმავენ, 26 მაისს არეულობებში არ გადაიზრდება. რევოლუცია საქართველოსთვის შეიძლება დამღუპველი იყოს. საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ცივილური გზით უნდა მოხდეს. ამის განხორციელება შესაძლებელია ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც ობიექტურ არჩევნებს ჩაატარებს“, - თქვა თარგამაძემ დემოკრატიული თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმზე გამოსვლისას, რომელიც თბილისში ტარდება. მისი თქმით, უნდა შეიქმნას მიზნობრივი პოლიტიკური გარემო, რომელიც თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ხელს შეუწყობს. ამასთან ერთად, რეგიონში საქართველოს როლის საკითხზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ საქართველო თავისი დემოკრატიით ლიდერი ქვეყანაა და მეზობელმა ქვეყნებმა მისი გამოცდილება უნდა გაიზიარონ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2387.html
| |||
Posted by Drakula | 19 May 2011, 16:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.