ეკონომიკა: რატომ დარჩა სადაზღვევო სექტორი პირველი ბიზნეს-დაჯილდოების გარეშე? | Business & Economics | ||
პირველ ეროვნულ ბიზნეს-დაჯილდოება „მერკური 2011“-ზე საბანკო სექტორთან ერთად არ იყო წარმოდგენილი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესი - სადაზღვევო ბიზნესი, იტყობინება რადიო „კომერსანტი“. სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის გენერალური დირექტორის ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, „მერკური 2011“-ზე სადაზღვევო ბაზრის წარმომადგენლები სტუმრის სტატუსით კმაყოფილდებოდნენ და ეს ბუნებრივია. მისი თქმით, ეროვნული ბიზნესის დაჯილდოება სწორი მიმართულებით დაიგეგმა და ძირითადად გათვლილი იყო მეწარმეებზე, ანუ მათზე, ვინც კონკრეტული ქართული ბრენდი შექმნა და კონკრეტულ პროდუქტს აწარმოებს. ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, სადაზღვევო, ასევე საბანკო სექტორი ფინანსური მომსახურების კომპანიებს წარმოადგენს, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ ვერც ერთ ნომინაციაში ნახეს თავიანთი ადგილი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2381.html
| |||
Posted by Drakula | 19 May 2011, 10:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.