პოლიტიკა: ფილიპ გორდონი: საქართველოში რუსეთის ჯარები პრობლემებს წარმოშობენ | Georgian News | ||
საჩხერის რაიონში საქართველოს მოქალაქეებზე გამართულ სროლასთან დაკავშირებული ინციდენტი აშშ-ის სენატში განიხილეს, იუწყება “GHN“. აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია სენატორებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა მიაწოდა. „ჩვენთვის საქართველოს საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ინციდენტზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ იგი ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ ვართ აღელვებულები გადაუჭრელი სიტუაციით. მცირედი გამონაკლისის გარდა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნების უმრავლესობა აღიარებს. რუსეთის ჯარების არსებობა და არატრანსფარენტულობა პრობლემებს წარმოშობს და ამას შესაძლოა მოჰყვეს ინციდენტი, რომელსაც საჩხერეში ჰქონდა ადგილი. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ არა გვაქვს ადგილზე სიტუაციის მონიტორინგის შესაძლებლობა და, გამომდინარე აქედან, ყველა დეტალი არ გვეცოდინება“, - თქვა გორდონმა. ამასთან ერთად, მან მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმების ყველა პუნქტი და აღნიშნა, რომ „ეს აუცილებელია“. შეგახსენებთ, რომ გუშინ საჩხერის რაიონში რუსეთის ჯარებმა საქართველოს მოქალაქეებზე სროლა გამართეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2380.html
| |||
Posted by Drakula | 19 May 2011, 10:12 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.