პოლიტიკა: გრიგოლ ვაშაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის „არარსებული ურთიერთობებია“ | Georgian News | ||
საქართველოსა და რუსეთს შორის „არარსებული ურთიერთობებია“, განაცხადა შვედეთში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, იუწყება “GHN“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებზე შვედეთის ხელისუფალთა წარმომადგენლებთან განიხილებოდა საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, ასევე ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. „ჩვენ განვიხილეთ ის სიტუაცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი, „არარსებული ურთიერთობები რუსეთთან, და ის პროვოკაციები, რომლებსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენთან მიმართებაში მიმართავს. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს გზა ევროკავშირში. ამასთან დაკავშირებით ყველამ აღნიშნა, რომ ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია“, - თქვა ვაშაძემ ჟურნალისტებამ საუბრისას. ქართულმა მხარემ შვედეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2373.html
| |||
Posted by Drakula | 18 May 2011, 15:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.