ეკონომიკა: დათვლილია მსოფლიოში ინვესტიციების მოცულობა კომერციულ უძრავ ქონებაში | World News | ||
2011 წლის შედეგებით მთელ მსოფლიოში კომერციულ უძრავ ქონებაში პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობამ შესაძლოა 440 მილიარდზე მეტი დოლარი შეადგინოს, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 35-40 პროცენტით მეტია. როგორც კომპანია Jones Lang LaSalle-ის გამოკვლევაშია ნათქვამია, წელს დაბანდებათა მოცულობა მაქსიმალური გახდება 2007 წლის შემდეგ, როდესაც ბაზარმა პიკს მიაღწია. წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზარზე გარიგებათა მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 44 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბაზრის აღდგენა საინვესტიციო ბაზრების გაძლიერებით, კორპორაციული ოპოტიმიზმითა და მრავალ ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე ფასების მტკიცე ამაღლებით ხასიათდება. ინვესტორები აგრძელებენ ფოკუსირებას პროფილურ აქტივებში უმსხვილეს საკვანძო ქალაქებში. იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეები უფრო დაჯერებულები ხდებიან, ევროპაში სკეკულაციური მშენებლობის მოცულობათა ზრდა შეინიშნება. ამ თვალსაზრისით ლიდერია მოსკოვი. მას მოსდევენ პარიზი და ლონდონი. ექსპერტები ყურადღებას აქცევენ ინვესტორთათვის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მნიშვნელობის ზრდას. ამჟამად ამ ქვეყნებზე გარიგებათა უფრო მაღალი წილი მოდის: მსოფლიო მოცულობის 13 პროცენტი 2011 წლის პირველ კვარტალში (2007 წელს ეს მაჩვენებელი 2 პროცენტს შეადგენდა). Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2372.html
| |||
Posted by Drakula | 18 May 2011, 15:31 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.