ეკონომიკა: დადგინდა ლიდერთა სამეული ევროპის ავტოკონცერნებს შორის გაყიდვების მიხედვით | World News | ||
2011 წლის აპრილში რუსული საავტომობილო ბაზარი ევროპაში გაყიდვების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა 235.7 ათასი მანქანის შედეგით. პირველ ადგილზეა გერმანია, სადაც 265 251 ავტომობილი იქნა რეალიზებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.6%-ით მეტია. ასეთი მონაცემები მოყვანილია ევროპული ავტომწარმოებლების ასოციაციის (ACEA) ანგარიშში. ევროპაში სიდიდით მესამე ბაზარი გახდა საფრანგეთი (169 757 მანქანა, 11.1%). მესამე და მეოთხე ადგილებზეა იტალია და დიდი ბრიტანეთი, სადაც რეალიზებულია 157 309 და 137 746 ავტომანქანა, შესაბამისად, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით 2.2 და 7.4%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად გაყიდვები გაიზარდა ლიტვაში (+100.3%), ლატვიაში (+96.3%) და ესტონეთში (+92.3%). ამასთან, ისლანდიაში, რომელმაც ევროკავშირში შესვლის განაცხადი წინა წლის შუა პერიოდში შეიტანა, მაგრამ ჯერ არ შესულა ორგანიზაციაში, თვის განმავლობაში 293 მანქანა გაიყიდა, რაც წინა წლის შედეგებთან შედარებით 270.9%-ით მეტია. ავტოკონცერნებს შორის გაყიდვების მიხედვით ლიდერთა სამეული კვლავინდებურად არ შეცვლილა. ლიდერობს Volkswagen265 595 რეალიზებული მანქანის მაჩვენებლით (+3.5%). მეორე ადგილზეა ჯგუფი PSA Peugeot Citroen129 561 რეალიზებული მანქანის მაჩვენებლით (-18.3%), ხოლო მესამეზეა Renault (103 722 მანქანა, 13.1%). საერთო ჯამში ევროპის ბაზარზე (თუ არ ჩავთვლით რუსეთს) აპრილში 1 მილიონ 89 ათას 118 ავტომანქანა გაიყიდა, ხოლო წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში - 4 მილიონ 674 ათას 457 მანქანა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2371.html
| |||
Posted by Drakula | 18 May 2011, 15:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.