გარემო: მსოფლიო ბანკი თბილისს პარკებისა და ბაღების არეალის გაფართოებას ურჩევს | Georgian News | ||
თბილისისთვის პარკებისა და ბაღების არეალის გაფართოება გადაუდებელ აუცილებელობას წარმოადგენს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა აჰმედ აივეიდამ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მსოფლიო ბანკი აფინანსებს თბილისის განვითარების სტრატეგიას, რომელზეც მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. „ქალაქს დამატებითი ფინანსები სჭირდება, რათა ბოლო 5 წლის განმავლობაში სივრცითი ზრდის შედეგად წარმოშობილი საკითხები გადაჭრას, რომლებიც გარემოს უკავშირდება. მოცემულ საკითხებს შორის უმნიშვნელოვანესია მძიმე და თხევადი ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება, ასევე პარკებისა და ბაღების არეალის გაფართოება“, - აღნიშნა აივეიდამ. მისი განმარტებით, შემდეგი 10 წლის განმავლობაში თბილისის განვითარება 4 ძირითადი მიმართულებით უნდა წარმოებდეს. ეს მიმართულებებია: სივრცე და ადამიანები, ცხოვრებისათვის გამოსადეგი გარემო, პროდუქტიული ქალაქი და მმართველობა. ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით საჭიროა კულტურული ძეგლის სტატუსის მატარებელი შენობებისა და ქუჩების სარესტავრაციო პროექტების გაფართოება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2369.html
| |||
Posted by Drakula | 17 May 2011, 17:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.